loader

"პატარა ნაბიჯი" მთვარეზე - ნილ არმსტრონგი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატარა ნაბიჯი" მთვარეზე - ნილ არმსტრონგი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ადამიანის პატარა ნაბიჯი, რომელიც უდიდესი ნახტომია კაცობრიობისთვის" - ეს უკვე ისტორიად ქცეული ფრაზა იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელმაც კაცობრიობიდან პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე. ამერიკელი ასტრონავტი ნილ არმსტრონგი 25 აგვისტოს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1969 წლის ივლისში არმსტრონგი ხომალდ "აპოლო 11"-ის ეკიპაჟს ჩაუდგა სათავეში, რომლის ამოცანაც მთვარეზე დაშვება იყო. 1969 წლის 20 ივლისს არმსტრონგი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა. მეწყვილე ედვინ ოლდრინთან ერთად ნილ არმსტრონგმა დედამიწის თანამგზავრზე ორსაათნახევარი გაატარა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე