loader

ბოშათა ბარონის ქართველი ცოლი და ხმაურიანი ბოშების მძიმე ცხოვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოშათა ბარონის ქართველი ცოლი და ხმაურიანი ბოშების მძიმე ცხოვრება

1 500 ეთნიკური ბოშა კახეთში, ქუთაისში, ბათუმში, გურიასა და თბილისში ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მეტი თბილისშია. ნავთლუღში, ამ ეზოში ბოშათა 8 ოჯახი ცხოვრობს. ბანაკის ბარონი 58 წლის მიშა იუნენკოა, მისი მეუღლე კი ქართველი, ქიზიყში დაბადებულ-გაზრდილი ვენერა მარტყოფლიშვილია. მათი სიყვარულის ისტორია 44 წლის წინ დაიწყო. სოფელ გამარჯვებაში ბოშათა ბანაკმა ჩამოიარა და ახალგაზრდა ბიჭის ცისფერი თვალებით მოხიბლული 14 წლის ვენერა ბანაკს გაჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ ვენერა მარტყოფლიშვილი ბოშური წეს-ჩვეულებებით ცხოვრობს, მაინც მოახერხა განათლების მიღება. არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა და ბოშებს საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და იურიდიული საკითხების მოგვარებაში ეხმარება.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ბოშათა ბანაკები საქართველოში პირველად მე-19 საუკუნიდან გამოჩნდნენ. აახმაურეს და ააჭრელეს თბილისი. ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა, ზოგი მკითხაობდა და ზოგიც ქურდბაცაცობდა კიდეც. ბოშებისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრება ქართულ მწერლობაში, პოეზიაში, თეატრსა და კინემატოგრაფშიც აისახა. თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ბოშათა კოლორიტი, სამწუხაროდ, წარსულს ბარდება.