რეალური დასაქმება თუ წინასაარჩევნო კამპანია - რას სთავაზობს დასაქმების სამინისტრო უმუშევრებს
მარიამ ვარდოსანიძე პროფესიით გეოლოგია. სამსახური და საკუთარი სახლი წლების წინ დაკარგა. ბინა, რომელშიც ახლა ცხოვრობს, მეგობარმა დროებით დაუთმო.
მარიამის მთავარი პრობლემა სამსახურის არქონაა. მცდელობის მიუხედავად, წლების განმავლობაში დასაქმება ვერ მოახერხა.
მებათქაშე, მეფილე, მზარეული, მღებავი - ეს იმ პროფესიების ერთი ნაწილია, რომლებსაც დასაქმების სამინისტრო სამუშაოს მსურველებს სთავაზობს. 6 ივლისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია დასაქმების ახლად შექმნილმა სამინისტრომ დაიწყო. მუშაობის დაწყების მსურველები ავსებენ აპლიკაციებს, შემდეგ კი იმ პროფესიას უთითებენ, რომლითაც დასაქმება სურთ. თუმცა ვინ და როდის დასაქმდება, დასაქმების სამინისტროშიც არ იციან.