მსოფლიოში ყველაზე დიდი ჭიქა კაპუჩინო
ხორვატიის ქალაქ ზაგრებში ბარისტებმა (ყავის მომზადების ოსტატი) 2012-ლიტრიან ჭიქაში კაპუჩინო მოამზადეს. ყველაზე დიდი ჭიქა კაპუჩინო რეკორდების წიგნში შევიდა. ყავის მოსადუღებლად მათ 22 ყავის მადუღარა დასჭირდათ, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაამონტაჟეს.
"ყველაზე დიდი ჭიქა კაპუჩინო" რეკორდების წიგნში ახალი კატეგორიაა",- განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მისი სპონსორი ავსტრიული კომპანია Julius Meinl Group-ია. რეკორდი კომპანიის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. ყველაზე დიდი ჭიქა კაპუჩინოს მომზადებას სამი თვე დასჭირდა, ხოლო ბარისტები რეკორდის დასამყარებლად ზაგრებში მთელი ქვეყნიდან ჩავიდნენ.
ყოველი ჭიქა ყავა, რომელიც შემდეგ უშველებელი ტევადობის ჭურჭელში მოთავსდა, კლასიკური რეცეპტით მომზადდა: ერთი ნაწილი ესპრესო, ერთი - თბილი რძე და ერთი რძის ქაფი.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე