მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად შვედეთის და პოლონეთის მინისტრები ყურძენს წურავენ
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ყვარელში საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა. კარლ ბილდტსა და რადოსლავ სიკორსკის მიხეილ სააკაშვილი ქართულ ტრადიციებზე ესაუბრა. პრეზიდენტთან ერთად მათ სიმბოლურად რთველშიც მიიღეს მონაწილეობა და ყურძენიც თავად დაწურეს.
პრეზიდენტმა ყვარელში ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღო. ქართული ღვინისა და ჭაჭის დაყენების ტექნოლოგია მიხეილ სააკაშვილმა რატუ ინოკე კუბუაბოლასაც გააცნო და მას ყურძნის ქართული ჯიშების უნიკალურობაზე ესაუბრა.