loader

იმედი მაქვს, სამშვიდობო გზაზე გავალთ და ყველაფერი კარგად იქნება – ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იმედი მაქვს, სამშვიდობო გზაზე გავალთ და ყველაფერი კარგად იქნება – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბოლნისის ეპარქიას ეწვია.

თავდაპირველად კათოლიკოს-პატრიარქმა ბოლნისის სიონი მოინახულა, პარაკლისი გადაიხადა და ბოლნისის ეპისკოპოს ეფრემს ეპარქიაში გაწეული შრომისთვის მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭა. ტაძარში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

მოგვიანებით ილია მეორე სოფელ ქვემო ბოლნისის აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდა. დაბა კაზრეთში პატრიარქმა კომპანია მადნეულის და კვარციტის წარმოება მოინახულა და ქართული ოქროს ჩამოსხმის პროცესს დაესწრო.

ბოლნისში ვიზიტის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქი რატევანის ეკლესიას ეწვია და იქ მყოფი მრევლი დალოცა. პატრიარქთან შესახვედრად ბოლნისში უამრავი ადამიანი მივიდა.

"იმედი მაქვს, სამშვიდობო გზაზე გავალთ და ყველაფერი კარგად იქნება," - ბრძანა მან ქადაგებისას.

პატრიარქმა ბოლნისის ტაძარში შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა.




ავტორები: ნინო ჭანია, ელენე ცინცაძე