დავით ქაცარავა სომხურ ფილმში "100 000 წამი" - კინოთეატრ "ამირანში" პრემიერა გაიმართა
კინოთეატრ "ამირანში" სომხეთში გადაღებული ფილმის, "100 000 წამის" პრემიერა გაიმართა. ფილმი მელოდრამაა და მასში ქალისა და მამაკაცის ისტორიაა აღწერილი. კინოსურათის რეჟისორი არა ერნჯაკიანია. მთავარ როლებს ლუიზა მერსისიანი და ქართველი მსახიობი დავით ქაცარავა ასრულებენ. ფილმი ერევნელმა მაყურებელმა დადებითად მიიღო და სომხეთის კონოეკრანებზე 3 თვე ანშლაგებით გადიოდა. რეჟისორ არა ერნჯაკიანის განცხადებით, დავით ქაცარავას დიდი პერსპექტივა აქვს კინემატოგრაფში და ის ერევნელი ქალების საყვარელ მსახიობად იქცა.