მეწყერმა და ქვათაცვენამ ჩინეთში მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია შეაფერხა
სოფლის მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია ჩინეთის პროვინცია იუნნანში, რომელსაც მიწისძვრა ზედიზედ ორჯერ დაატყდა თავს, მოულოდნელად ჩამოწოლილმა მეწყერმა და ქვათაცვენამ შეაფერხა. სამაშველო სპეცტექნიკა გზებზე ჩამოცვენილი ლოდების შედეგად ბლოკირებული აღმოჩნდა. კადრებს euronews-ი უკომენტაროდ ავრცელებს.