loader

სტამბულში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტამბულში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა

სტამბულში, პოლიციის განყოფილებასთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე, ერთი პოლიციელი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 8 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

რაიონი, სადაც ტერაქტი განხორციელდა, პოლიციას ბლოკირებული აქვს. შემთხვევის ადგილისკენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები მიემართებიან. თურქეთის მთავრობას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არც ერთი რადიკალური დაჯგუფება არ იღებს, თუმცა სამართალდამცავების ვარაუდით, ტერაქტი ქურთი სეპარატისტების მოწყობილია.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით