loader

არ გასცეთ პირადი ნომრები - ფსიქოლოგიური ზეწოლა თუ წინასწარ დათვლილი საარჩევნო ხმები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ გასცეთ პირადი ნომრები - ფსიქოლოგიური ზეწოლა თუ წინასწარ დათვლილი საარჩევნო ხმები?

პირადობის მოწმობა და ID ბარათი - 11 ციფრისგან შემდგარი, ადამიანის უნიკალური ნომერი, მოქალაქეობის და ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი. დოკუმენტს ვიყენებთ ყველგან - საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში, ინტერნეტსივრცეში, ყველგან, სადაც ჩვენი ვინაობის იდენტიფიცირებაა საჭირო. თუმცა ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი იმ ადამიანებსაც დასჭირდათ, რომლებიც ყველაზე კარგად გვიცნობენ: ნათესავებსა და მეზობლებს.

ფსიქოლოგიურად დაშინებული ადამიანები თუ წინასწარ დათვლილი საარჩევნო ხმები? გამოკითხვის შედეგად, რომელიც თბილისი ქუჩებში ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ პირადობის ნომრის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას ბევრი მათგანი ფლობს.

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. მანამდე კი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს ურჩევენ, ახლობლების თხოვნის მიუხედავად, არ გასცენ პირადი ნომრები, არ გახდნენ უკვე მრავალჯერ გამოყენებული ფსიქოლოგიური მეთოდის მსხვერპლნი.