loader

ხელისუფლებაში რომ იყვნენ ადამიანები ღირსების გრძნობით, დღეს სათავეში აღარ იქნებოდნენ - მეუფე იაკობი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელისუფლებაში რომ იყვნენ ადამიანები ღირსების გრძნობით, დღეს სათავეში აღარ იქნებოდნენ - მეუფე იაკობი

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 21 სექტემბერს დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში ქადაგებისას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და პატიმრების წამების ფაქტებზე ისაუბრა.

"იცით, რა მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. ცოტა ხნის წინ იმის მხილველი გახდა მსოფლიო, რასაც ვმალავდით. ჩვენი ეკლესიის მისწრაფება, ჩვენი ქვეყნის მისწრაფება არის ის, რომ ჩვენთვის ახლოა ევროპული კულტურა, იქაური სივრცე. როგორ გინდა ამ სივრცეში მოხვდე და ამ კულტურას ეზიარო, იმ სახელმწიფოებთან იმეგობრო, როცა ასეთ რამეს ნერგავ შენთან და ასე უსწორდები შენს თანამოქალაქეებს?!"

"ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ. ეპისკოპოსი ვიქნები თუ მრევლის ნაწილი, რა მნიშვნელობა აქვს?! ჩვენ არ ვიბადებით არც მინისტრებად, არც პრეზიდენტებად და არც პრემიერად. ჩვენ წარვსდგებით ჩვენი საქმეებით," – განაცხადა მეუფე იაკობმა.

"ერთ რამეს გეტყოდით: უმაღლეს ხელისუფლებაში რომ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომ ოდნავი ღირსების გრძნობა ჰქონდეთ, ან საქართველო უყვარდეთ, დღეს სათავეში აღარ იქნებოდნენ" - აღნიშნა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.