აქციის დროს დაკავებულ ოთხ პირს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
გუშინდელი აქციის დროს დაკავებულ ოთხ პირს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კერძოდ, ლაშა მესხიასა და დავით ფაცაციას 40-დღიანი, შოთა ბაზერაშვილსა და კონსტანტინე ლაბარტყავას კი 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლაშა მესხია და დავით ფაცაცია, რომლებიც "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებს.
ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებულები შოთა ბაზერაშვილი და კონსტანტინე ლაბარტყავა. ისინი "შევროლეს" მარკის ავტომანქანით წურწუმიას ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, როცა საპატრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
თუმცა, როგორც დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, დავით ფაცაციას და ლაშა მესხის აყვანა მოხდა პოლიტიკური ნიშნის გამო, რადგან ისინი "ქართული ოცნების" მაისურებით გადაადგილდებოდნენ.
სასამართლო პროცესის დროს მოხდა შელაპარაკება დავით ფაცაციას ძმასა და ბადრაგს შორის, რის გამოც ალეკო ფაცაციას 300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდეს.