loader

ვარსკვლავები კადაფის მილიონებს უბრუნებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარსკვლავები კადაფის მილიონებს უბრუნებენ

ბიონსე, მერაია ქერი, აშერი, 50 cent-ი, ნელი ფურტადო - ეს იმ პოპ-ვარსკვლავების ჩამონათვალია, რომლებსაც კადაფისთვის პერსონალური კონცერტები აქვთ გამართული, რის სანაცვლოდ მათ ლიბიის ლიდერმა კარგადაც გადაუხადა.

ახლა კი, ვარსკვლავები ნანობენ კადაფთან კონტაქტს.

პორტუგალიური წარმომავლობის კანადელი პოპ-მომღერალი ნელი ფურტადო მზად არის, ქველმოქმედებას მიუძღვნას თანხა, რომელიც ლიბიის ლიდერისგან, მუამარ კადაფისგან მიიღო. მან 2007 წელს კადაფის კლანისგან ერთი მილიონი დოლარი მიიღო იმისთვის, რომ დიქტატორისთვის იტალიის ერთ-ერთ სასტუმროში 45 წუთი ემღერა.
ნელი ფურტადოს მსგავსად, კადაფის ფულის მოშორება, ბიონსემაც გადაწყვიტა.
ბიონსე ამბობს, რომ კადაფისგან აღებულ ჰონორარს, ჰაიტის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს გადასცემს.
სინანულის გრძნობამ შეაწუხა მომღერალი  მერაია ქერიც.