loader

ამერიკელების 13 პოტენციური კერპი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელების 13 პოტენციური კერპი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუს, "American Idol"-ის 13 ფინალისტი, უკვე ცნობილია.

ეს ის იღბლიანი ცამეტი მონაწილეა, რომელზეც უკვე მთელი მსოფლიო საუბრობს.
მათ წინ პოპულარობა და აღიარება ელით.

ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის, რომლებმაც მძიმე საკონკურსო ტურები გადალახეს, ყველაფერი ახლა იწყება.

მონაწილეებს წინ მთელი კონკურსი აქვთ, რომლის განმავლობაში, დამწყებმა მომღერლებმა, კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, საკუთარი ვოკალური მონაცებები უნდა გამოსცადონ.

წელს ტელეკომპანია Fox-ი ტელემაყურებელს შოუს მეათე გამოშვებას სთავაზობს.

2011 წლის "American Idol"-ის ჟიურის ორი ახალი წევრი, სტივენ ტაილერი და ჯენიფერ ლოპესი, ჰყავს.


ასევე შეგიძლიათ იხილოთ: "American Idol"-ის კონკურსანტმა ჯენიფერ ლოპესი ატირა