"სააკაშვილი = აჰმადინეჯადი" - გაეროს შტაბბინასთან ქართველებმა პრეზიდენტს აქცია მოუწყვეს
ნიუ იორკში, გაეროს 67-ე ასამბლეაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს გაეროს შტაბბინასთან ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია მოუწყვეს. "სააკაშვილი მწამებელი" - სკანდირებდა ინგლისურ ენაზე 50-მდე ადამიანი. მათ ხელში პატიმართა წამების ამსახველი ფაქტების ფოტოსურათები ეჭირათ, ასევე, პლაკატები წარწერით "არ ჩამოართვათ ხელი მწამებელ მიხეილ სააკაშვილს".