loader

"მის საქართველო 2012" თამთა შედანია გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მის საქართველო 2012" თამთა შედანია გახდა

26 სექტემბერს ახალციხეში, განახლებული რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე, "მის საქართველო 2012"-ის ფინალური შოუ გაიმართა. "მის საქართველო 2012"-ის გამარჯვებული თამთა შედანია გახდა.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ - "იმიჯ-ცენტრის" პრეზიდენტი ია კიწმარიშვილი, ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილე თამარა მაჭავარიანი, საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" წარმომადგენელი გვანცა ასპანიძე, რეჟისორი დავით იმედაშვილი, "კიკალა-სტუდიოს" დამფუძნებელი მამუკა კიკალიშვილი, რეჟისორი ლაშა ონიანი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელი გიორგი მიქელაძე, ტანვარჯიშის ფედერაციის გენერალური მდივანი ფიქრია ფანქველაშვილი და "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი.

"მის საქართველო 2012"-ს კომპანია "ტოიოტა ცენტრი თბილისი" ახალ ავტომობილ Toyota RAV4-ს გადასცემს. თამთა შედანია სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე - "მის სამყარო 2012"-ზე გაემგზავრება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე