"ინგა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრად" - გიორგი თარგამაძე
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დაადასტურა ინფორმაცია ინგა გრიგოლიას გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ. თუმცა "ინგა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრად", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.