loader

პრეზიდენტმა საგარეჯოში რთველში მიიღო მონაწილეობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტმა საგარეჯოში რთველში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ოთარ გოდერძიშვილის ოჯახს ეწვია და რთველში მიიღო მონაწილეობა.

წლევანდელი რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიხიელ სააკაშვილმა პირადად ოთარ გოდერძიშვილისგან მიიღო.
"უნდა გაიზარდოს ყურძნის ფასი, ასე ხომ არ იქნება. ამას ჰაერზე არ ვიძახი. ჩვენი ყურძნის კარგად შენახვა უნდა მოვახერხოთ და შემდეგ ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე გავიტანოთ, მარტო ეს გაზრდის ყურძნის ფასს 5-ჯერ," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, წელს თბილისში გაძვირდა სუფრის ყურძენი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბევრმა გლეხმა ყურძენი მთლიანად ჩააბარა.

რეპორტაჟს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.