loader

ჟაკ შირაკი სასამართლოს წინაშე წარდგება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟაკ შირაკი სასამართლოს წინაშე წარდგება

საფრანგეთის ისტორიაში პირველად, ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოში დაიბარებენ.
პარიზში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის სასამართლო პროცესი დაიწყება. ბრალდება ეხება იმ პერიოდს, როცა სახელმწიფოს ექს-მეთაური დედაქალაქის მერიას ხელმძღვანელობდა. გამოძიების მონაცემებით, მან ქალაქის მთავრობის შტატში, თავისივე პარტიის აპარატიდან რამდენიმე თანამშრომელი აიყვანა. ბრალდება ამ ქმედებას "საზოგადოებრივი სახსრების მიტაცებად" და "ნდობის არამართებულ გამოყენებად" აფასებს.
შირაკს, შესაძლოა, სერიოზული ჯარიმა, ან თავისუფლების ხანძლივი დროით აღკვეთა მიუსაჯონ. სასამართლო განხილვის პირველ დღეს, 78 წლის შირაკს ნება დართეს, სასამართლოში არ გამოცხადებულიყო, მაგრამ დღეს მას პარიზის სასამართლოში დასაკითხად ელოდებიან.