"მედიაპალიტრას" ახალი გამოცემა - "ისტორიანი" შეემატა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში საგამომცემლო სახლ "მედიაპალიტრას" ახალი გამოცემის - "ისტორიანის" პრეზენტაცია გაიმართა. საგამომცემლო სახლის კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ და "ისტორიანის" მთავარმა რედაქტორმა ჯაბა სამუშიამ პრეზენტაციაზე კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებლის" პირველი წიგნიც წარადგინეს, რომელიც ჟურნალთან ერთად გამოვიდა.
როგორც მარიკა დარჩიამ აღნიშნა, "დავით აღმაშენებელი" "ისტორიანის" რვა ნომერთან ერთად გამოვა.
ჯაბა სამუშიამ კი აღნიშნა, რომ "ისტორიანი" ყველა თაობისთვის ერთნაირად საინტერესო და გასაგები ენით არის დაწერილი.
ჟურნალის მომზადებაში, თბილისელ ისტორიკოსებთან ერთად, ჩართულნი არიან საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები მეცნიერებიც. მსგავსი სახის პრეზენტაციები დაგეგმილია თელავში, გორში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში.
პრეზენტაციას ისტორიკოსები, ჟურნალისტები, მწერლები დაესწრნენ. მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ჟურნალის და მასთან ერთად, მხატვრული ლიტერატურის გამოცემა.
ჟურნალი "ისტორიანი" თვეში ერთხელ გამოდის. ყოველ ნომერთან ერთად გამოცემული ისტორიული, მხატვრული ლიტერატურის თითო წიგნი, ჟურნალთან ერთად, 5 ლარი ღირს.