ამერიკელი ილუზიონისტი ელვაში 72 საათის გატარებას აპირებს
ამერიკელი ილუზიონისტი დევიდ ბლეინი ხელოვნური ელვის დანადგარში 72 საათის გატარებას აპირებს. სპეციალურ კოსტიუმში გამოწყობილი ბლეინი ორ ელექტროდს შორის ჩადგება და მის სხეულში 1 მილიონი ვოლტის სიმძლავრის ელექტრული მუხტი გაივლის.
6 მეტრი სიმაღლის პლატფორმაზე შემდგარი ბლეინი ვერაფერს შეჭამს, წყალს ჩალის ღერით მიიღებს და კათეტერის დახმარებით მოშარდავს.
შოუ ნიუ იორკში მომავალ კვირას გაიმართება. იქამდე კი ილუზიონისტმა საცდელი ჩვენება მოაწყო მედიის წარმომადგენლებისთვის.
news.am