რუსთავში მინი-მარკეტი გაძარცვეს
რუსთავში, "მეგობრობის გამზირზე" მდებარე მინი-მარკეტი წუხელ ღამით გაძარცვეს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და კრიმინალური სამსახურები მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, ობიექტის ძარცვის შედეგად 200 ლარია წაღებული. მარკეტი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული. მეზობლებს ხმაური არ გაუგიათ.
საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.
ავტორი: ლექსო დუჩიძე
საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.
ავტორი: ლექსო დუჩიძე