"ბაჩანა, დათა და რაც მთავარია მიშა, ყველამ უნდა აგოს პასუხი" - ნიკა ჯანჯღავა გაათავისუფლეს
შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სასჯელი შეუმსუბუქდა და იზოლატორი 12 დღით ადრე დატოვა. ნიკა ჯანჯღავა დიღომში პოლიციის მთავარი სამმართველოდან წუხელ, ღამის 02.00 საათზე გაათავისუფლეს. მას ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ღირსების ორდენის კავალერი ნიკა ჯანჯღავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 აგვისტოს დააკავა, რომლის მიზეზად პოლიციის თანამშრომლის მოწოდების დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევა დასახელდა. ჯანჯღავას 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
"რომ არა 1-ელი ოქტომბერი, ჩვენ დღეს აქ არ შევხვდებოდით" - განაცხადა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გათავისუფლების ემდეგ. მისი თქმით ამჟამად ქვეყანაში ასობით უდანაშაულო ადამიანია პატიმრობაში და ყველა ამაში დამნაშავე სათანადოდ უნდა იქნას გასამართლებული.
მე-9 არხი