loader

მე არასდროს ვიყავი ადვილად სამართავი ადამიანი - დავით მირცხულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე არასდროს ვიყავი ადვილად სამართავი ადამიანი - დავით მირცხულავა

ციხეში მოვხვდი იმიტომ, რომ მე არასდროს ვიყავი ადვილად სამართავი ადამიანი, - ამის შესახებ დავით მირცხულავამ "მაესტროს" ეთერში განაცხადა. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის თქმით, პატიმრების წამება და ცემა 2006 წლის ციხის ბუნტისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად ბაჩო ახალაიას მოსვლის შემდეგ გახშირდა და სისტემურად დაინერგა. 

მირცხულავას ინფორმაციით, მასზე საპატიმროში ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა პროკურატურის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზე და ოჯახზე განხორციელდა.
როგორც ის აცხადებს, დანაშაული არ ჩაუდენია და თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას სტრასბურგიდან ელის.