loader

მურმან დუმბაძე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მურმან დუმბაძე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით დღეს კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან გაიმართა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებმა ივანიშვილს მთავრობის თავმჯდომარედ მურმან დუმბაძის კანდიდატურა შესთავაზეს, თუმცა, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, დუმბაძე თბილისში რჩება და იგი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება.

აჭარის მთავრობასთან დაკავშირებით კი კონსულტაციები ისევ გაგრძელდება, რადგან მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრებზე ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი.