loader

კოტე კუბლაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი ილონა თოდუა წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოტე კუბლაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი ილონა თოდუა წარადგინა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი წევრი ჰყავს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს წარადგინა.

ადმინისტრაციული კომიტეტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის საბჭოს წევრად მოსამართლე ილონა თოდუა დაინიშნა.

"ილონა თოდუა მოსამართლეთა შეფასების ყველა კრიტერიუმის მიხედვით, ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. ამ კრიტერიუმებში შედის როგორც საქმეთა განხილვის ვადები, ისე განხილული საქმეების რაოდენობა, ამ საქმეების სტაბილურობა, ანუ მისი გადაწყვეტილებები ხშირად არ საჩივრდება. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

დღეს გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა, რომლის შემადგენლობაში 9 მოსამართლეა. კონფერენციის მონაწილეებმა კონსტანტინე კუბლაშვილის წარდგინებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ილონა თოდუა აირჩიეს.