loader

რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე გიგა ბოკერიამ და ბიძინა ივანიშვილმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე გიგა ბოკერიამ და ბიძინა ივანიშვილმა

"მქონდა შეხვედრა საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან. ბუნებრივია, მე ვმოქმედებდი საქართველოს პრეზიდენტის დავალებით. როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენს გუნდებს შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები, მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, საგარეო საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნებას და გამყარებას - ამ საკითხებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლობა იყოს მჭიდრო და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ქვეყნის ინტერესების დაცვას" - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

იხილეთ: გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეხვედრაზე მივიდა