loader

ნიკოლოზ რურუას დამშვიდობება და სერგო ქობულაძის კატალოგის პრეზენტაცია სამინისტროში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლოზ რურუას დამშვიდობება და სერგო ქობულაძის კატალოგის პრეზენტაცია სამინისტროში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მოადგილეებთან ერთად 3 წლისა და 8 თვის მანძილზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და ხელოვნების მოღვაწეებს დაემშვიდობა.

გამოსამშვიდობებელი საღამო კულტურის სამინისტროში მხატვარ სერგო ქობულაძის ნამუშევრების ალბომის პრეზენტაციას დაემთხვა. ნიკოლოზ რურუამ მოწვეულ სტუმრებს ქობულაძის კატალოგი და ჯაზმენ ბექა გოჩიაშვილის დისკი უსახსოვრა.

მხატვარ სერგო ქობულაძის ნამუშევრების ალბომში სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული, გრაფიკული, დაზგური ნამუშევრები, ასევე, "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები და თეატრალური ესკიზებია შესული. ალბომის პრეზენტაციას მხატვრის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.