loader

Human Rights Watch მუამარ კადაფის აღსასრულის ახალ დეტალებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Human Rights Watch მუამარ კადაფის აღსასრულის ახალ დეტალებს აქვეყნებს

Human Rights Watch-ის მიერ წარმოდგენილი სამხილების მიხედვით, ერთი წლის წინ ლიბიელმა მეამბოხეებმა სიკვდილით დასაჯეს დიქტატორი მუამარ კადაფი და მისი ტყვედ აყვანილი თანამებრძოლები.

ლიბიის ახალი მთავრობის განცხადებით, კადაფი და მისი შვილი მოთასიმი ორმხრივი ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ. Human Rights Watch-ის მიერ მოპოვებული სამხილები კი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებენ: ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ წარმოადგინა 50-გვერდიანი ანგარიში "დიქტატორის სიკვდილი, სისხლიანი ანგარიშსწორება სირტეში". ანგარიშში ნათქვამია, რომ კადაფისა და მისი მომხრეების დამხობის მეორე დღეს, 2011 წლის 22 ოქტომბერს, Human Rights Watch-ის წარმომადგენლებმა 53 მოკლულის გვამი სასტუმრო "მაჰარიში" იპოვეს.

ანგარიშში წარმოდგენილ სამხილთა შორის არის მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ასახულია ტყვეების წამება და შეურაცხყოფა. სავარაუდოდ, სირტეში ნაპოვნი გვამები სწორედ ვიდეოში ასახულ ტყვეებს ეკუთვნით.

უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლის, პიტერ ბაკერტის განცხადებით, როგორც ჩანს, ეს ადამიანები მეამბოხეებმა წამებით მოკლეს. მისივე თქმით, ომის კანონებით, შეპყრობილი მეომრების დახოცვა უმძიმესი სამხედრო დანაშაულია.

ასევე იხილეთ:

- მუამარ კადაფის ცხედრის შეურაცხყოფის ახალი შოკისმომგვრელი კადრები გაავრცელეს (+18)

- ემოციური ვიდეო მასალა, მუამარ კადაფი გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე