loader

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გადადგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გადადგა

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნოშრევან ჩხაიძე თანამდებობიდან გადადგა. საკუთარი განცხადება ჟურნალისტებს მან პირადად გააცნო.

აკადემიური საბჭოს წარმომადგენელმა ბუბა ხოტივარმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნოშრევან ჩხაიძემ გადადგომის გადაწყვეტილება მასთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო და რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

როგორც თავად ნოშრევან ჩხაიძე აცხადებს, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ ის დარწმუნდა, რომ მისთვის ამ ფორმატში თეატრალურ უნივერსიტეტში რექტორად მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ამ დროისთვის ყოფილი რექტორის, გოგი მარგველაშვილის კანდიდატურა განიხილება. აკადემიური საბჭოს სხდომა დღეს 15:00 საათიდან მიმდინარეობდა.