loader

უნდა დასრულდეს ეპოქა, როდესაც გამარჯვებულს ყველაფრის უფლება აქვს და დამარცხებული ბედის ანაბარა რჩება - დავით უსუფაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნდა დასრულდეს ეპოქა, როდესაც გამარჯვებულს ყველაფრის უფლება აქვს და დამარცხებული ბედის ანაბარა რჩება - დავით უსუფაშვილი

"ის, რომ ჩვენ დღეს პარლამენტში შემოვედით და უმრავლესობაში ვართ, არ ნიშნავს იმას, რომ 1-ელ ოქტომბრამდე მომხდარი ამბები ისტორიის კუთვნილებაა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ საარჩევნო მანიპულაციებს და პოლიტიკურ დევნას", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათთვის ნულოვანი ტოლერანტობა ნიშანავს არა - "ყველას ციხეში", არამედ ყველაფერზე სიმართლის თქმას. "მე არ მგონია, რომ 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მართავდნენ ბუნებით, დაბადებიდან ცუდი ადამიანები და დღეს კარგი ადამიანები მოდიან. არასწორმა სისტემამ გამოწვია ის, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ქვეყნის სამსახურში უნდა ყოფილიყო, სხვა რამის სამსახურში იყო", - განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ აღნიშნა, აუცილებელია ყველა საქმის ობიექტური გამოძიება, ყველა საქმისთვის სახელის დარქმევა და არ უნდა მოხდეს "სამართლიანობის დამყარების მოტივით ზღვარს გადასვლა და არ დაიწყონ კერძო თუ პირადი, დაგროვილი წყენის მსახურება".