დიანა ღურწკაიამ და სერგეი ბეზრუკოვმა დუეტში "Берёзы" შეასრულეს
15 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში "თეთრი ხელჯოხის" საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც უსინათლო ადამიანის სიმბოლოს წარმოადგენს. ამ დღესთან დაკავშირებით მოსკოვში კონცერტი გაიმართა, რომელშიც რუსეთში მოღვაწე შოუბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყო ჯგუფი "А-студио" და დიანა ღურწკაია.
დიანა ღურწკაია სცენაზე ცნობილ რუს მსახიობ სერგეი ბეზრუკოვთან ერთად გამოვიდა და მასთან დუეტში სიმღერა "Берёзы" შეასრულა.
დიანა ღურწკაია სცენაზე ცნობილ რუს მსახიობ სერგეი ბეზრუკოვთან ერთად გამოვიდა და მასთან დუეტში სიმღერა "Берёзы" შეასრულა.