ვნებიანი რუმბა და ემოციისგან სკამიდან გადავარდნილი ჟიური
22 ოქტომბერს Dancing With The Stars All Stars-ის მორიგი ლაივ-შოუ გაიმართა. კონკურსანტებმა საკმაოდ მაღალი ქულები დაიმსახურეს. გამორჩეული იყო მსახიობ ჟილ მარინის და მოცეკვავე პეტა მარგეთროიდის წყვილი, რომლებმაც ვნებიანი რუმბა უიტნი ჰიუსტონის ჰიტზე, "I will always love you"-ზე შეასრულეს. ხოლო ჟიურის ერთ-ერთი წევრი კერი ენ ინაბა იმდენად აღფრთოვანდა მათი გამოსვლით, რომ ემოციისგან სკამიდან გადავარდა.