მერიასთან აქციის მონაწილეებსა და გამვლელებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა
თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და გამვლელებს შორის რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
გადაკეტილი გზის გამო დაპირისპირება მოხდა მანქანების მძღოლებსა და აქციის მონაწილეებს შორის. გამვლელმა მანქანამ აქციის მონაწილეების ჯაჭვი გაარღვია და მსუბუქად დაეჯახა ერთ-ერთ ქალს.
აქციის მონაწილე სოციალურად დაუცველი ოჯახები დაშლას არ აპირებენ. ისინი მოითხოვენ, რომ თბილისის მერიის წარმომადგენელი შეხვდეს მათ და გაესაუბროს პრობლემებზე. ასევე, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მოხდეს მათი დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ გამორიცხავენ, რომ შეიჭრნენ მერიის ბალანსზე არსებულ შენობებში, რომლებიც ამჟამად თავისუფალია.