loader

ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად მთავრობის ცვლილებას ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად მთავრობის ცვლილებას ასახელებს

საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად მთავრობის ცვლილებას და ახალი მენეჯმენტის მოსვლის საჭიროებას ასახელებს.

გასული წლების განმავლობაში კომპანიის მიერ გავლილი განვითარების საფეხურების, მნიშვნელოვანი მიღწევების, არსებული გამოწვევების, სამომავლო სტრატეგიებისა და მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზების შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს რკინიგზამ წარმატებით გაიარა რეორგანიზაციის ეტაპი და აჩვენა საკმაოდ სოლიდური მოგება, კომპანიის განვითარების ახალი ეტაპის საჭიროება დადგა. ირაკლი ეზუგბაიას განცხადებით, ეს არის სრულიად ახალი ფაზა და კარგი იქნება, თუ ამ პროცესს დაიწყებს ახალი მენეჯმენტი, რომელიც საქმეს ბევრად უფრო კრიტიკულად მიუდგება და გეგმებს ეფექტურად განახორციელებს.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვის თემას და მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებსაც შეეხო. ირაკლი ეზუგბაიას თქმით, პირადად ის წინააღმდეგი არ არის, რომ თანამშრომლებმა თავიანთი აზრი ღიად გამოხატონ და თვითონაც აქტიურად არის დიალოგში ჩართული.

მისი განცხადებით, მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის ის, რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვან ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები ახალ მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს. მთავარი, რის გამოც დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები ვერ მიიღება, ეზუგბაიას თქმით, არის ის, რომ გენერალური დირექტორის დანიშნული არ არის და დირექტორთა საბჭოს შეკრება ვერ მოხდება.