რუსები და ოსები შემოვლით გზას ააშენებენ
რუსული მედია როკის გვირაბს და მის რეკონსტრუქციას ვრცელ სიუჟეტს უძღვნის. საინფორმაციო გადაცემა ”ვესტის” ცნობით, იმის გამო, რომ რუსებმა და ოსებმა როკის გვირაბის რემონტი განიზრახეს, გადაწყდა, მთებში რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა აშენდეს. ამ გადაწყვეტილებას კი, ორივე მხარე იმით ხსნის, რომ როკის გვირაბი მათ შორის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა და სხვაგვარად გვირაბის გასარემონტებლად დაკეტვა შეუძლებელი იქნება.
მომზადებულია ВЕСТИ.ru -ს მიხედვით