"არ მივცემთ მერიას იმის საშუალებას, რომ გადასახადის გადამხდელების ფულით იარონ სტიპტიზ-ბარებში"
პრემიერ-მისისტრის გადაწყვეტილებით არავის მოხსნია სოციალური შეღავათები... უკვე გადამდგარმა ვანო მერაბიშვილმა 19 ოქტომბერს ეს ხარჯები გადასცა სახელმწიფო ბიუჯეტს ისე, რომ მისი წყარო არ არსებობს. ამიტომ პრემიერმა გააუქმა მერაბიშვილის უკანონო გადაწყვეტილება და ეს ხარჯები უნდა გასწიოს თბილისის მერიამ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა. სოცილეურ დახმარებებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე მან მთელი პასუხისმგებლობა მერაბიშვილს და თბილისის მერიას დააკისრა.
"არც ერთ თეთრ ტრანსფერს მერია ვერ მიიღებს, თუ არ აღადგენს ამ დახმარებას. ჩვენ არ მივცემთ მერიას იმის საშუალებას, რომ გადასახადის გადამხდელების ფულით იარონ სტიპტიზ-ბარებში" - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ასევე იხილეთ: თბილისის ბიუჯეტით დაფინანსებული გართობა სტრიპტიზ-კლუბში