რკინიგზის ახალ ხელმძღვანელს თანამშრომლების პრობლემების მოგვარება დაევალება
"საქართველოს რკინიგზის" ახალ ხელმძღვანელს ჩვენგან ექნება დავალება, რომ რკინიგზელებთან ითანამშრომლოს და მათი ყველა პრობლემა გაითვალისწინოს , - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რკინიგზელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რკინიგზის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა უახლოეს დღეებში მოხდება.
მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო საპარტნიორო ფონდთან ერთად გააკონტროლებს, რომ რკინიგზელთა პრობლემების მოსაგვარებლად სერიოზული მუშაობა დაიწყოს.