შეხედეთ! ეს მფრინავი სახლია!
თუ გგონიათ, რომ სახლები მხოლოდ ზღაპრულ ფილმებში დაფრინავს, ძალიან ცდებით.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკელებმა შეძლეს გაეკეთებინათ სახლი, რომელიც საჰაერო ბურთების დახმარებით, ცაში აფრინდებოდა.
მათი ამ წამოწყების ინსპირატორია ანიმაციური ფილმი სახელწოდებით ”Up”.
მფრინავი სახლის შემქნელები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ზემოთ აღნიშნული ანიმაციური ფილმი ნახეს, სადაც გმირები საჰაერო ბურთებზე ჩამოკიდებული სახლით დაფრინავენ, ჩათვალეს, რომ ამ ზღაპრული სიუჟეტის განხორციელება, რეალურადაც შესაძლებელი იყო.
ისინი სერიოზულად მიუდგნენ საქმეს და ჩანაფიქრი რეალობაში მოიყვანეს.
ასე რომ, კალიფორნიაში სახლი დაფრინავს და ეს სულაც არ არის ფანტასტიკა.