loader

ხმაური სასჯელაღსრულების ქსნის #15-ე დაწესებულებასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური სასჯელაღსრულების ქსნის #15-ე დაწესებულებასთან

სასჯელაღსრულების ქსნის #15-ე დაწესებულებასთან ხმაური საპყრობილის ტერიტორიიდან სასჯელაღსრულების რამდენიმე ავტომანქანის გასვლამ გამოიწვია, რასაც პატიმართა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

როგორც პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებენ, ავტომანქანები ციხის ტერიტორიაზე იმ პირობით შეუშვეს, რომ გამოსვლის შემდეგ მათ საშუალებას მისცემდნენ ავტომანქანები ენახათ, რათა გაეგოთ, თუ ვინ გადაჰყავდათ საპყრობილიდან. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული პირობა არ შესრულდა და ავტომანქანებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ოჯახის წევრებს არ მიეცათ საშუალება, ენახათ ვინ გადაიყვანეს.

პატიმართა ახლობლების განცხადებით, აღნიშნული ავტომანქანებით პატიმრები გადაიყვანეს, მათ შორის დავით მინასოვი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ყელი აქვს გამოჭრილი და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ოჯახის წევრები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

სასჯელაღსრულების ქსნის #15-ე დაწესებულება მონიტორინგის ჯგუფის წევრმა და "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა დატოვა.

როგორც ციხიდან გამოსულმა ჯანეზაშვილმა განაცხადა, ის პატიმრებს გაესაუბრა. მისი თქმით, პატიმრების ძირითადი პრეტენზიები ჯანდაცვას ეხება.

ავტორი: ლექსო დუჩიძე