ქსნის #15 დაწესებულებაში მასობრივი შიმშილობა შეწყვეტილია
სასჯელაღსრულების ქსნის #15 დაწესებულებაში მასობრივი შიმშილობა შეწყვეტილია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს, რომელიც საზოგადოებრივი მონიტორინგის წევრია, დაწესებულების ე.წ. ახალ ზონაში მოთავსებულმა პატიმრებმა განუცხადეს, შიმშილობა მას შემდეგ შეწყდა, რაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მათ უთხრეს, რომ მათი მოთხოვნები, კერძოდ, დირექტორისა და ადმინისტრაციის ძველი თანამშრომლების მოხსნა, დაკმაყოფილდება.