loader

"დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელშიც 7 ნოემბერია" - გია ჭანტურია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელშიც 7 ნოემბერია" - გია ჭანტურია

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელმა გია ჭანტურიამ საგანგებო განცხადება გააკეთა ტელევიზიაში შემოსავლების სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური გეგმიურ შემოწმებას ატარებდა ტელეკომპანიაში და გეგმის მიხედვით, რამდენიმე თვეში კვლავ უნდა ეწარმოებინათ შემოწმება. ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო "საზოგადოებრივ მაუწყებელში" შემოსავლების სამსახურის მხრიდან შემოწმების დაწყება.

ამასთან, ტელეკომპანიაში არსებული სიტუაცია ჭანტურიამ "იმედის" მოვლენებთან დააკავშირა. "დღეს 7 ნოემბერია, "იმედის" მოვლენებიდან 5 წელი და დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელშიც" 7 ნოემბერია. სიმბოლური კავშირია ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში ვერ თანხმდებიან, ეს ალბათ ის შემთხვევაა, როცა შეთანხმებას შეძლებენ და ეს თარიღი შეუძლიათ ტელევიზიებში შესვლის ეროვნულ დღედ აქციონ" - დასძინა ჭანტურიამ.

იხილეთ:

"უზრდელი პრეზიდენტის უზრდელი მონა ხარ" - შელაპარაკება მამუკა ღლონტსა და გია ჭანტურიას შორის