შაკშუკა - კვერცხი არაბული რეცეპტით
საშუალო ცეცხლზე შემდგარ ტაფაზე დადეთ ერთი სუფრის კოვზი კარაქი, ნახევარი სუფრის კოვზი დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ერთი დიდი თავი ხახვი - ეს ყველაფერი კარგად მოთუშეთ. დააყარეთ წვრილად დაჭრილი ერთი ცალი, დიდი ზომის პომიდორი. 5 წუთი მაღალ ცეცხლზე მოურიეთ. მოაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ასევე, პილპილი. 5 წუთის მზადების შემდეგ დაახალეთ 5 ცალი კვერცხი, ნელ-ნელა ურიეთ პომიდორს, რათა კვერცხის ცილა კარგად შეიწოვოს, დაახურეთ სახურავი და 1 წთ საშუალო ცეცხლზე მოამზადეთ. 1 წუთის შემდეგ გადახადეთ სახურავი და ცოტა პილპილი მოაყარეთ.
შენიშვნა: შეგიძლიათ კარაქის ნაცვლად გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი და არ გამოიყენოთ ნიორი.
შენიშვნა: შეგიძლიათ კარაქის ნაცვლად გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი და არ გამოიყენოთ ნიორი.