ავტობუსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება
თბილისის ავტობუსების გაფიცული სამი ავტოპარკის მძღოლები #2 ავტოპარკთან შეიკრიბნენ. როგორც მძღოლებმა განაცხადეს, დაშლას და რეისების შესრულებას მანამდე არ განაახლებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
კერძოდ, გაფიცულები ითხოვენ როგორც ხელფასების 50%-იან ზრდას, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
ადგილზე "ქართული ოცნების" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მივიდა, რომელმაც მძღოლებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწეროს საჩივარი, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება.
საჩივრის მიხედვით, უნდა დადგეს ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მძღოლების არაადამიანურ პირობებში ჩაყენებაში არიან ბრალდებულნი. კერძოდ, გაფიცულთა ნაწილი თბილისის მერის, გიგი უგულავას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
გაფიცული მძღოლების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მათ მეტროს თანამშრომლებიც შეუერთდებიან და მოხდება ქალაქის პარალიზება.
ავტორი: ლექსო დუჩიძე