loader

შსს-მ ე.წ. კანონიერი ქურდი ვალერი ჯანაშია დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ე.წ. კანონიერი ქურდი ვალერი ჯანაშია დააკავა

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტი, ე.წ. კანონიერი ქურდი ვალერი ბორისის ძე ჯანაშია, მეტსახელად "ვალტერი" დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

"პოლიციაში მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ 2012 წლის 26 ოქტომბერს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა ვალერი ჯანაშია, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში.

ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2012 წლის 8 ნოემბერს ქ. თბილისში მოხდა მისი დაკავება. ვალერი ჯანაშიას წინააღმდეგ აღიძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ვალერი ჯანაშია ექვსჯერ ნასამართლევია. მიმდინარეობს გამოძიება" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.