არეულობების გამო სირიას ათიათასობით მოქალაქე ტოვებს
სირიის 11 ათასმა მოქალაქემ დატოვა ქვეყნის საზღვრები უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცდილობს, თურქეთს შეაფაროს თავი და ასე გაექცეს არეულობას საკუთარ ქვეყანაში. ლტოლვილების რიცხვის ასეთი რადიკალური ზრდა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ძალადობის ესკალაციამ გამოიწვია.
საერთო ჯამში, უკანასკნელი თვეების კონფლიქტის დროს სირია 408 ათასმა ადამიანმა დატოვა.
მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით
საერთო ჯამში, უკანასკნელი თვეების კონფლიქტის დროს სირია 408 ათასმა ადამიანმა დატოვა.
მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით