დღეს 59 პატიმარი გათავისუფლდა
სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულება 59-მა პატიმარმა დატოვა. საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განმარტებით, გათავისუფლებულებს შორის არასრულწლოვანები და ქალებიც არიან. მისი თქმით, ერთ-ერთი გათავისუფლებული არასრულწლოვანი 14 წლის ასაკიდან 15 ლარის ღირებულების ნიგვზის მოპარვისთვის იხდიდა სასჯელს.
ამასთან, გათავისუფლებულებს შორის არის ყოფილი ვიცე-პრემიერი ამირან ქადაგიშვილი, რომელიც 2004 წელს დააკავეს. ასევე, 2006 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებული თემურ ჟორჟოლიანი.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული მელორ ვაჩნაძე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებას არ დათანხმდა. ვაჩნაძემ თავის დროზე განცხადება ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. მან გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, რომელზე საბოლოო პასუხსაც ციხეში დაელოდება.