loader

ხმაური თეთრიწყაროს რაიონში "ნაციონალებსა" და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური თეთრიწყაროს რაიონში "ნაციონალებსა" და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან უმცირესობის წარმომადგენლები: პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, ირმა ნადირაშვილი და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი მივიდნენ.

უმცირესობის ლიდერებსა და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის, რომლებიც გამგეობის შენობის პიკეტირებას ახდენენ, სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

უმცირესობის ლიდერები მოუწოდებდნენ "ქართული ოცნების" აქტივისტებს, შეეწყვიტათ გამგეობის პიკეტირება და მიეცათ თანამშრომლებისთვის სამსახურში შესვლის საშუალება.

ამ მოწოდებას მოპიკეტეთა გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც დეპუტატები პოლიციაში მივიდნენ და მოუწოდეს სამართალდამცავებს, წესრიგი დაეცვათ.