ტექნიკური უნივერისტეტის სტუდენტების საპროტესტო აქცია კარვების ფონზე
"მორჩა ტყუილი!" "უნივერსიტეტი მოძალადეების გარეშე!" "მოვითხოვთ ვადამდელ თვითმმართველობის არჩევნებს!" "გადადგეს თანამდებობიდან რექტორი"! - ამ მოთხოვნებით ტექნიკური უნივერისტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას უკვე კარვებთან მართავენ.
წაყენებული მოთხოვნები მთავარი ბრალდებულისთვის საასაცილოა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტების საპროტესატო აქციაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს.
ლექსო კობაიძე იმ ოთხ სტუდენტთა შორის ერთ-ერთია, ვინც 1 წლის წინ ტექნიკური უნივერისტეტიდან მას შემდეგ გაიტაცეს, რაც მან თავის თანამოაზრეებთან ერთად დღევანდელის მსგავსი მოთხოვნები წამოაყენა. სტუდენტების აზრით, დღეს გამტაცებლები უნივერსიტეტის ადმინისტაციაში მუშაობენ. ამ ადამიანების სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტა - აქციის ერთერთი მთავარი მოთხოვნაა.
სტუდენტები ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმ დრომდე დარჩებიან, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი მუსიკისა და ლექსების ფონზე შიმშილობაში გადაიზრდება.