loader

დანაშაულებრივი ქმედების მორიგი ეპიზოდი ახალაიას და კალანდაძის საქმეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დანაშაულებრივი ქმედების მორიგი ეპიზოდი ახალაიას და კალანდაძის საქმეში

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაისა და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძის საქმეში გამოკვეთილ ახალ დანაშაულებრივ ეპიზოდზე ისაუბრა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.

საქმე ეხება 2010 წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს, გვარდიის უზრუნველყოფის სამსახურის 17 თანამშრომლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სამი დღის განმავლობაში ჯარისკაცების თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელი 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კალანდაძესა და ახალაიას ბრალი წარედგინათ გუშინ, 12 ნოემბერს. მთავარი პროკურორის განცხადებით, ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულებისა და სხვა მოწმეების ჩვენებების საფუძველზე.